გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჰოლივუდის ყველაზე გამორჩეულ ექს-წყვილს, ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის სოლიდური ჰონორარის სანაცვლოდ, ახალ ფილმში ერთად მონაწილეობას სთავაზობენ.
არ დააყოვნა ოსკაროსანი მსახიობის, 60 წლის ბრედ პიტის პირველმა რეაქციამ, რომელიც საკმაოდ კატეგორიული აღმოჩნდა.
„ბრედი არანაირი ჰონორარის სანაცვლოდ არ გააკეთებს ამას. გამორიცხულია ის ეკრანებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდეს ანჯელინასთან ერთად, ადამიანთან რომელმაც მას სიცოცხლე ასე გაუმწარა“, – აცხადებს სანდო წყარო პიტის გარემოცვიდან.
ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ორ ფილმში ითამაშეს მთავარი როლები. ეს გახლავთ 2005 წელს გამოსული „მისტერ და მისის სმიტები“ და ფილმი, „ზღვასთან“, რომელიც 2015 წლით თარიღდება.