ბრედ პიტის თვალწარმტაცი ფოტოები ბოლო დღეების განმავლობაში მრავლად ვიხილეთ. მან „ოქროს გლობუსის“ წითელი ხალიჩა თავისი ქარიზმით კიდევ ერთხელ დაიპყრო.
„კიდევ ვის აქვს ასეთი ღიმილი?“ – ბრედ პიტი და მარგო რობი „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალზე
ოქროს ბიჭები „ოქროს გლობუსზე“ – ბრედ პიტისა და კვენტინ ტარანტინოს მხიარულება წითელ ხალიჩაზე
ამჯერად 59 წლის მსახიობი თავისი ფილმის, „ბაბილონის“ პრემიერაზე პარიზში გადაფრინდა და Grand Rex-ის სასტუმროში გამართულ ჩვენებაზე კვლავ მონუსხა ყველა. ის ფოტოგრაფების წინაშე თამამად პოზირებდა, თუმცა ერთ მომენტში კამერების ნათებით შეწუხებულმა, მზერის არიდება სცადა, შედეგად კი არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გამოვიდა.
ამ დღეს ბრედი შავი, კლასიკური კოსტიუმით იყო წარმოდგენილი. მის „ლუქს“ ოქროს სამაჯური ასრულებდა.
„ღიმილი მილიონ დოლარად – ბრედ პიტმა ოქროს გლობუსისთვის კბილები მოიწესრიგა“ – დასავლური მედია