ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი 2015 წლის აპრილიდან ერთად არიან, თუმცა ახლა ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ წყვილი ერთად აღარ არის. ბრედლი კუპერი კი, რამდენიმე დღის წინ ნაომი ქემფბელთან ერთად დააფიქსირეს. 41 წლის მსახიობმა 45 წლის სუპერმოდელთან ერთად ისაუზმა და შემდეგ ერთი მანქანით გაემგზავრნენ.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ირინა და ბრედლი ერთმანეთს იანვარში დაშორდნენ, თუმცა თებერვლის დასაწყისში ისინი კვლავ ერთად გამოჩნდნენ.
რაც შეეხება ნაომის, ტაბლოიდები მას ხან შონ პენთან, ხან კი იდრის ელბასთან აკავშირებდნენ.
ბრედლი არაჩვეულებრივ ხასიათზე ჩანდა, გულიანად იცინოდა ნაომისთან ერთად, საუზმის შემდეგ კი წყვილმა ტერიტორია მსახიობის მანქანით დატოვა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პაპარაცებმა ნაომი და ბრედლი ერთად დააფიქსირეს – მათი ცეკვა 2004 წელს ერთ-ერთ წვეულებაზე ჟურნალისტებისთვის ასევე „საეჭვო“ გახდა.
იანვრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუპერსა და შეიკს მსახიობის დედის გამო ურთიერთობა დაეძაბა, გლორია კამპანოს, როგორც ჩანს, სარძლო არ მოსწონდა, დედის აზრი კი ბრედლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.