ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ქალიშვილი ლეა ბოლო დროს სულ უფრო მეტად ხვდება პაპარაცების ობიექტივში. ამჯერად ცნობილი მსახიობი და მოდელი 7 თვის ქალიშვილთან ერთად სანტა-მონიკაში სეირნობისას დააფიქსირეს. წყვილი უკვე აღარ ერიდება ლეას ფოტოგრაფებთან გამოჩენას და საჯაროდ ურთიერთობის დემონსტრირებას. ბრედლი კუპერმა და ირინა შეიკმა სანტა-მონიკას ქუჩებში სასეირნოდ სპორტული სტილის სამოსი შეარჩიეს. A კლასის მსახიობსა და მოდელს რიგითი გამვლელებისგან ვერაფრით განასხვავებდით.
შეგახსენებთ, რომ ლეა კუპერი ქვეყანას 21 მარტს მოევლინა. მშობიარობიდან მალევე ირინა შეიკი სამოდელო კარიერას დაუბრუნდა და ერთდროულად რამდენიმე ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო.ფოტოები