ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდის ფერმის გვერდით სახლი იყიდა, ამის შესახებ დასავლური მედია წერს. როგორც ჩანს, საქმე მართლაც სერიოზულადაა და წყვილი უკვე ერთობლივ მომავალზეც ფიქრობს. ცნობისთვის, სწორედ თავის ფერმაში გაატარეს დებმა ჰადიდებმა პანდემიის მთელი პერიოდი.
შეგახსენებთ, ჯიჯის 3 წლის ქალიშვილი ზეინ მალიკთან ქორწინებიდან ჰყავს. ბრედლის კი ირინა შეიკთან ჰყავს 6 წლის ქალიშვილი.
„ისინი ერთად ძალიან დიდი დროს ატარებენ, მათი ყოფილი პარტნიორები, ზეინ მალიკი და ირინა შეიკი სულაც არ არიან უკმაყოფილონი მათი სასიყვარულო კავშირით. ჯიჯისა და ბრედლის ორივეს მსუბუქი ხასიათი აქვთ, უყვართ მხიარულება და მოგზაურობა, ისინი გულწრფელად ბედნიერები არიან“, – აცხადებს ინსაიდერი.
ფოტო/ვიდეო: ბრედლი კუპერი ირინა შეიკსა და შეყვარებულს, ჯიჯი ჰადიდს ერთდროულად უმასპინძლდება
პაემანი წვიმიან ნიუ-იორკში – ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი სეირნობის დროს გადაიღეს