ინსაიდერმა გამოცემასთან ბრედლი კუპერისა და ჯიჯი ჰადიდის რომანზე დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, წყვილი ერთმანეთის მიმართ ძალიან სერიოზულადაა განწყობილი, მათ უკვე ერთმანეთის ოჯახებიც კი გაიცნეს.
„ისინი ერთად ძალიან დიდი დროს ატარებენ, მათი ყოფილი პარტნიორები, ზეინ მალიკი და ირინა შეიკი სულაც არ არიან უკმაყოფილონი მათი სასიყვარულო კავშირით. ჯიჯისა და ბრედლის ორივეს მსუბუქი ხასიათი აქვთ, უყვართ მხიარულება და მოგზაურობა, ისინი გულწრფელად ბედნიერები არიან“, – აცხადებს ინსაიდერი.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ბრედლი და ჯიჯი ერთმანეთს სწორედ ირინა შეიკმა გააცნო. ტაბლოიდები იმასაც წერდნენ, რომ შეიკი უკმაყოფილო იყო მათი რომანით, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი სხვაგვარადაა.
ცნობისთვის, ბრედლი კუპერმა ახალი ბიზნესი დაიწყო, ეს გახლავთ ყველის ბურგერები. ფურგონს გემრიელი ბურგერების დასაგემოვნებლად ბრედლის ყოფილი მეუღლე, ირინა შეიკი და 5 წლის ქალიშვილი, ლეა ეწვია. ის აგრეთვე მისმა ახლანდელმა შეყვარებულმა, ჯიჯი ჰადიდმაც მოინახულა. ბრედლიც თავაზიანად გაუმასპინძლდა თავის ლამაზმანებს.
ფოტო/ვიდეო: ბრედლი კუპერი ირინა შეიკსა და შეყვარებულს, ჯიჯი ჰადიდს ერთდროულად უმასპინძლდება
პაემანი წვიმიან ნიუ-იორკში – ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი სეირნობის დროს გადაიღეს