იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯების კუთხით აშკარა უპირატესობა “ქართული ოცნების” მხარესაა.
რატი ბრეგაძის განცხადებით, გამოწვევები არსებობს და მუშაობის შედეგად დაიძლევა.
მისივე თქმით, პროპაგანდისტული ლოზუნგების საპასუხოდ არ იქნება ურიგო, დაისვას კითხვები, რომლებზე პასუხიც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას მარტივად გაარკვიონ თუ ვინ რა გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსისთვის:
“პროპაგანდისტული ლოზუნგების მომაბეზრებელად ურითმო და დამღლელი ჟღერადობის საპასუხოდ არ იქნება ურიგო, დაისვას კითხვები, რომლებზე პასუხიც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას მარტივად გაარკვიონ თუ ვინ რა გააკეთა ქვეყნის ევროპული კურსისთვის.
დასაწყისისთვის საკმარისი იქნება 3 კითხვა და მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი.
?რა საბუთები და პროცედურები გვჭირდებოდა და გვჭირდება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელად?
?2003-2012
მოწვევა შესაბამისი ქვეყნის მოქალაქისგან;
საელჩოში განაცხადის შეტანა;
ვიზის ხანგრძლივი ლოდინი;
პასპორტის რიგში დგომა და შემოდგომი
პროცედურები.
? 2012➡️
მხოლოდ საქართველოს მოქალაქის
ბიომეტრიული პასპორტი.
? რა დამოკიდებულება იყო გამოხატული სახელმწიფოს მხრიდან უზენაეს კანონში-კონსტიტუციაში საქართველოს ევროპული კურსისადმი?
? 2003-2012
კონსტიტუციაში არაფერი იყო ნათქვამი
? 2012➡️
“კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი
უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ
ყველა ზომა ევროპის კავშირსა და
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციაში საქართველოს სრული
ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”
? როგორია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ისტორია?
? 2003-2012
არსებობდა მხოლოდ კარგი მეზობლობის,
მაგრამ არა წევრობის პერსპექტივა.
? 2012➡️
დღეს ევროკომისიის
რეკომენდაციაა რომ საქართველოს ჰქონდეს
ევროპული პერსპექტივა, რაც რეალურად იმას
ნიშნავს რომ ჩვენი სახელმწიფო
ევროკავშირში გაწევრიანების პოტენციური
კანდიდატი იქნება.
მოყვანილი ფაქტიბრივი მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ
? ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯების კუთხით აშკარა უპირატესობა ქართული ოცნების მხარესაა. გამოწვევები არსებობს და მუშაობის შედეგად დაიძლევა.
?ნაციონალურ მოძრაობაში რეინკარნირებული საბჭოთა ბოლშევიკები კი ჟან-მონეობას, რობერტ შუმანობას და საერთოდ პანევროპული მოძრაობის დაარსებასაც კი იბრალებენ. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ არაკეთილმოსურნეს აძლევს ხელს. ტყუილმა საზოგადოება რომ არ მოწამლოს, დროულად უნდა იყოს მხილებული.
საბჭოთა პროპაგანდას გასაქანი აღარ აქვს❌
ჩვენი მომავალი ევროპაშია”, – წერს რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში.