LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრექსიტის მიუხედავად, მიმდინარეობს მუშაობა ბრიტანეთთან სავიზო მოთხოვნების გამარტივებაზე

DCF6CE96-73C4-4BF9-BFEC-A9B40DDA7AFB_w1023_r1_s

დიდ ბრიტანეთში და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ბრექსიტის მიუხედავად, მიმდინარეობს მუშაობა ბრიტანეთთან სავიზო მოთხოვნების გამარტივებაზე.

როგორც ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს მათ ურთიერთობებში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებას ემიგრაციის თემა უშლის ხელს.

„ეს არის ძალიან რთული თემა. ემიგრაცია იყო სწორედ ბრექსიტის გამომწვევი კომპონენტი. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის ფონზე მივაღწიოთ სავიზო პირობებისა და მოთხოვნების გამარტივებას დიდ ბრიტანეთთან. ეს არ არის მარტივი ამოცანა, მით უმეტეს, ბრექსიტია ფონზე, მაგრამ ეს არის ჩვენი თანამშრომლობის პრიორიტეტი,“ – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები ახალ ფაზაშია გადასული. ეს არის 43%-ით გაზრდილი ტურიზმის ნაკადი და 37%-ით გაზრდილი ექსპორტი.

„ბრიტანეთი რჩება ერთერთ პირველ ინვესტორად და 2019 წელს ჩვენი გეგმები ძალიან ამბიციურია. ჩვენი პრიორიტეტი იქნება მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება. ველით, რომ პრეზიდენტი პირველ, მაღალი დონის ვიზიტს ბრიტანეთში განახორციელებს,“ – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები