LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრეტ პიტი ანჯელინა ჯოლის გაჩუმებას აიძულებს, რა თანხაზეა საუბარი? – უახლესი დეტალები „ბრანჯელინას“ ომის შესახებ

330
page

ინსაიდერმა გამოცემა PageSix-ს  ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის გაუთავებელი ომის შესახებ ახალი დეტალები გაუმხილა. წყაროს ცნობით, პიტი ექს-მეუღლეს გაჩუმებას აიძულებს. მას სურს ჯოლიმ ძალადობის შესახებ ჩვენება შეცვალოს. მანამდე ბრედის მხარე აქტიურად აცხადებდა, რომ ანჯელინას მისი ბიზნესის განადგურება სურდა, საუბარია საფრანგეთში მდებარე „შატო-მირაველზე“, სწორედ მის მიყიდვას აპირებდა ჯოლი რუსი ოლიგარქისთვის.

„თუ ჯოლი არ გაჩუმდება ბრედის მხრიდან ბავშვების მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე, ანჯელინა შატო-მირაველის ნაწილის გაყიდვას ვერ შეძლებს. თუ ანჯელინა კვლავაც გააგრძელებს მის დადანაშაულებას, ის 8,5 მილიონ დოლარად შეფასებულ წილს ვერ მიიღებს“, – აცხადებს ინსაიდერი.

ახლახან, ინტერნეტსივრცეში ვრცელდება საარქივო ფოტოები, რომლებიც ბრედის უხეშობის ეპიზოდებს ასახავს.

ცნობისთვის, ანჯელინამ ბრედი ძალადობაში გასულ წელს დაადანაშაულა, ის აცხადებს, რომ 2016 წელს, თვითმფრინავით საბედისწერო მგზავრობის დროს, პიტი ერთ ბავშვს ახრჩობდა, მეორეს კი ურტყამდა. ჯოლის თქმით, ბრედმა ის თმით ითრია და სახით კედელს მიანარცხა. საქმეში მითითებულია, რომ პიტს შელაპარაკების მომენტში ლუდი და წითელი ღვინო ჰქონდა დალეული.

ბრედი ერთ ბავშვს ახრჩობდა, მეორეს კი ურტყამდა – ინტერნეტსივრცეში ანჯელინა ჯოლის ახალი ჩვენება ვრცელდება

საბედისწერო ქალი – „ანჯელინა ჯოლის ბრედ პიტის კარიერის განადგურება და მისთვის ,,შატო მირაველის” წართმევა სურს“ – რას ამბობს ბრედი

,,ახლაც კი მიჭირს ამის დაწერა ცრემლების გარეშე” – ინტერნეტსივრცეში ანჯელინა ჯოლის წერილი გავრცელდა, რომელიც მან ბრედ პიტს მისწერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები