ინტერნეტსივრცეში ანჯელინა ჯოლის ელექტრონული წერილი გავრცელდა, რომელიც მან ყოფილ ქმარს, ბრედ პიტს მისწერა. ეს მათი განქორწინების პროცესის პერიოდში, 2021 წლის იანვარში მოხდა. წერილში საუბარია „შატო მირაველის“ შესახებ.
ფოტო: „ბრანჯელინას“ ახალი სკანდალი – ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის და რუს ოლიგარქს უჩივის
„ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ ტყუპები მივიყვანეთ და დავქორწინდით, სადაც დედაჩემის მემორიალური დაფაა განთავსებული. ეს არის ადგილი, სადაც ვფიქრობდი, რომ დავბერდებოდი. ახლაც კი მიჭირს ამის დაწერა ცრემლების გარეშე. მე გავუფრთხილდები იმ მოგონებებს, რომელიც 10 წლის წინ დავაგროვე. ეს ხომ ის ადგილია, რომელიც ჩვენი ოჯახის დასაწყისად და დასასრულად კი შეძლება ჩაითვალოს“, – წერს ჯოლი და დასძენს, რომ აღარ სურს ალკოჰოლის წარმოებაში მონაწილეობის მიღება, რადგანაც სწორედ ალკოჰოლმა დაანგრია მისი ოჯახი.