LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიჯიტ ჯონსს მშობიარობა დაეწყო: ახალი კადრები გადასაღები მოედნიდან

138

ინტერნეტში გამოჩნდა ახალი კადრები „ბრიჯიტ ჯონსის ბავშვის“ გადასაღები მოედნიდან. გადაღებები კვლავ ლონდონში მიმდინარეობს და ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ კადრები, სადაც რენე ზელვეგერი ორსულ ბრიჯიტს ჯონსს განასახიერებს. ამჯერად ფოტოგრაფებმა ფილმის ფინალური სცენის გადაღება მოახერხეს, სადაც მთავარ გმირს მშობიარობა ეწყება და ის ერთდროულად ორ მთავარ გმირ მამაკაცს მიჰყავს სამშობიაროში. 49 წლის პატრიკ დემპსისა და 55 წლის კოლინ ფერტს რენე ზელვეგერი ხელში ჰყავთ აყვანილი. კადრებიდან კვლავ გაურკვეველია, ვინაა ბავშვის მამა, რადგან ფილმის სიუჟეტი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

შეგახსენებთ, რომ ფილმი ამერიკის ეკრანებზე 2016 წლი 16 სექტემბერს გამოდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები