ბრიჯიტ მაკრონმა მეუღლესთან, ემანუელ მაკრონთან ერთად ელისეს სასახლეში უზბეკეთის პრეზიდენტს უმასპინძლა. ამ დღისთვის საფრანგეთის პირველმა ლედიმ თავისი საყვარელ ფერზე, ლურჯზე გააკეთა აქცენტი. ბრიჯიტ მაკრონი შეუდარებელი იყო საზღვაო სტილის ელემენტებით გადაწყვეტილ ორბორტიან კაბაში-პალტოში, რომელიც ოქროსფერი ღილებით და ტყავის ქამრით იყო გაფორმებული.
ბრიჯიტ მაკრონი პრაქტიკულად არ ჩნდება სხვა ფერის სამოსში, ცისფერი და ლურჯი მისი საყვარელი ფერებია, რომლებსაც პირველი ლედი სხვადასხვა ტონალობებში იყენებს.
71 წლის ბრიჯიტ მაკრონი, ლუვრში გამართულ წვეულებაზე, „ლუი ვიტონის“ თეთრ ორეულში ბრწყინავს


