ბრიტანელებს სოცქსელების აღარ სჯერათ. ინგლისელთა 53% ყალბმა ახალმა ამბებმა იმდენად დაღალა, რომ Facebook-ის, Twitter-ისა თუ სხვა ქსელებისთვის თვალის დევნება აღარ სურს. 24% აღიარებს, რომ იმედი ჯერ არ დაუკარგავს და ონლაინში ახალ ამბებს მაინც ეცნობა. გამოკითხულთა 64% კი ყალბ ამბავს ნამდვილისგან საერთოდ ვერ არჩევს. ამასთან, სოცქსელებზე უარს ახალგაზრდა მომხმარებელი ამბობს. მაგალითად, Facebook-დან მოზარდთა 11%, ხოლო Twitter-დან კი 17% წავიდა.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციული მედიასაშუალებების – ტელევიზიის, რადიოსა თუ გაზეთის მიმართ ნდობის ფაქტორი უფრო გაიზარდა და ბრიტანელთა უმრავლესობაც სიახლეებს სწორედ მათგან იგებს.