LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანელი დეპუტატის მკვლელი სასამართლოს წინაშე წარდგა

126

ბრიტანელი დეპუტატის ჯო კოქსის მკვლელი სასამართლოს წინაშე წარდგა.

„სიკვდილი მოღალატეებს! თავისუფლება ბრიტანეთს!“ – ასე უპასუხა ბრალდებულმა მოსამართლის შეკითხვას დაესახელებინა მისი ნამდვილი სახელი და დაბადების წელი.

,,ლეიბორისტული პარტიის’’ 41 წლის დეპუტატი ჯო კოქსი 16 ივნისს, თავის საარჩევნო ოლქთან მოკლეს, თვითმხილველების თქმით, უცნობმა მამაკაცმა მას ცეცხლსასროლი იარაღით 3-ჯერ ესროლა, შედეგ კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს “სკოტლანდ იარდი” იძიებს.

მომხდართან დაკავშირებით ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმის კამპანია დროებით შეჩერებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები