LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ: ნიკა მელია

115
Untitled design (6)

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ნიკა მელიას პროცესი იწყება: “ოცნებისთვის” ორივე გადაწყვეტილება თავის ტკივილია”

პროცესზე მელიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს მიმართა და მადლობა გადაუხადა, იმისათვის, რომ ენერგიას აძლევს და ბრძოლის ჟინს უათკეცებს. როგორც მელიამ მოსამართლეს უთხრა, თუ სურს მან საკუთარ რეპუტაციაზე იფიქროს, მომავლის გადმოსახედიდანაც უნდა იმსჯელოს:

“მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობთ, ენერგიას მაძლევთ, ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ, ენთუზიაზმს მაძლევთ, მოტივაცია მეძლევა და მეძლევა, როცა ვიცი, რომ თქვენ არსებობთ და არსებობს ბატონი გულუაშვილის მსგავსი პროკურორები.

ადვოკატების ეს შუამდგომლობა უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ მინისტრის მოადგილე ავალებდა, აყალბებინებდა იმ საქმის ფარგლებში მასალებს, რომელზეც მე აქ მომათავსეს.

როგორ შეიძლება თქვენ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა გინდოდეთ და ამ ადამიანის დაკითხვის სურვილი არ გაგიჩნდეთ? თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებთ, ბევრი ადამიანისთვის გასაგები გახდება რას ემსახურებით თქვენ და მე – რას. სანამ თქვენ აქ იმსჯელებდით ჩემ დაკავებაზე, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა რომ მე სატუსაღოში უნდა წავსულიყავი.

თქვენ თქვენ რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა იმსჯელოთ.” – განაცხადა მელიამ.

მელიამ მისი დაკავების პროცესში ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მონაწილეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ გახარია მისი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, პრემიერის უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მოუხსნიდნენ:

“კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემ დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ.” – თქვა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად მელიაც.

დატოვებს თუ არა უკანონო პატიმრობაში ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, ცოტახანში გახდება ცნობილი.

პოპულარულები