მას შემდეგ, რაც ლონდონში მცხოვრებმა ლოურენს ლამეშმა ზამთარში ღამე ავტომობილში გაათენა, გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავისი ბინა შობას უფასოდ გააქირაოს. ბრიტანელის მთავარი პირობა ასეთია: ბინა მხოლოდ უსახლკაროებმა უნდა იქირაონ. როგორც გამოცემა Mirror-ი წერს, ლამეშის 2-ოთახიანი ბინა კინგ-კროსის სადგურთან მდებარეობს. ბინა საკამოდ კეთილმოწყობილია: მას აქვს მისაღები ოთახი, საძინებელი, სამზარეულო და აბაზანა. მედიის ცნობით, როგორც წესი, მსგავსი ბინის დაქირავება თვეში 2 000 ფუნტი სტერლინგი ჯდება.