ბრიტანელმა სამართალდამცველებმა სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის საქმეში ეჭვმიტანილთა ვინაობა დაადგინეს. ბრიტანული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქალაქ სოლსბერიში, ყოფილ რუს აგენტსა და მის ქალიშვილზე, ნეირო-ტოქსიკური ნივთიერება “ნოვიჩოკის” გამოყენებით განხორციელებულ თავდასხმაში, რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა და ყველა მათგანი წარმოშობით რუსეთიდანაა.
სამართალდამცველებმა შესაბამისი დასკვნა რამდენიმეთვიანი გამოძიების, ასევე, სათვალთვალო კამერებისა და ბრიტანეთში ჩამოსული ადამიანების პერსონალური მონაცემების შესწავლის შემდეგ გააკეთეს.