LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთი ბენზინის და დიზელის ავტომობილებს უპირისპირდება

54
3500

ბრიტანეთში ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვა იკრძალება. უფრო ზუსტად, კანონი ძალაში 2030 წლიდან შევა. ადრე ხელისუფლება გეგმავდა, რომ ნაკლებად ეკოლოგიური ავტომობილები 2040 წლიდან აეკრძალა, შემდეგ დასახელდა 2035 წელი და ამჯერად თარიღმა კიდევ ერთხელ გადმოიწია.

მთავრობას სურს, რომ ავტომფლობელებმა არჩევანი უფრო ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გააკეთონ და რაც უფრო ადრე დაიწყებენ ამ საკითხზე ზრუნვას, მით უკეთესია. მთავარი აქცენტი კი ჰიბრიდული აგრეგატის მქონე ავტომობილებზე კეთდება და „მწვანე“ მოდელებზე ბრიტანეთში დიდ იმედებს ამყარებენ.

ექსპერტთა აზრით, თარიღის კიდევ ერთხელ შეცვლით ბრიტანეთი დასახულ მიზანს მიაღწევს და 2050 წლისთვის მავნე გამონაბოლქვს მინიმუმამდე შეამცირებს. ამ გეგმას მიყვება ევროპაც და ელექტრონული თუ ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარიზაციას ყველა გზით ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g