LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

77
გჯ

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 300 მილიონი ფუნტის (375 მილიონი დოლარის) ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დახმარება მოიცავს რადიოელექტრონულ აღჭურვილობას, ასევე მობილურ რადიოლოკაციურ სისტემებსა და ღამის ხედვის აღჭურვილობას. სამხედრო დახმარებას შორის ასევე იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, GPS-ის სიგნალის ჩახშობის აღჭურვილობა და ჯავშანჟილეტები.

ამ დრომდე დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით 200 მილიონი ფუნტი აქვს გამოყოფილი. ქვეყანამ უკრაინას 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და საჰაერო თავდაცვის ხუთი სისტემა გაუგზავნა, ასევე სხვა აღჭურვილობა და ფეთქებადი საგნები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g