LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დაზვერვა: უახლოეს კვირებში, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს, რადგან ცდილობს დაიბრუნოს იმპულსი დონბასში წინსვლისას

64
რუსული სამხედრო ტექნიკა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, კიევის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვის რეგიონში, დაახლოებით 3 500 შენობა განადგურდა ან დაზიანდა უკრაინის დედაქალაქისკენ რუსეთის წინსვლის დროს.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რეგიონში დაზიანებული შენობების 80% საცხოვრებელი შენობებია.

„ამ ზიანის მასშტაბები მიუთითებს რუსეთის მზადყოფნაზე გამოიყენოს არტილერია დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ, გარჩევის ან პროპორციულობის მინიმალური გათვალისწინებით,“ – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, რუსეთი, უწესრიგო საარტილერიო დაბომბვას, სავარაუდოდ, სამიზნის აღქმადობის შეზღუდული შესაძლებლობის გამო მიმართავს და ასევე იმის გამო, რომ არ სურს გარისკოს საბრძოლო თვითმფრინავების ფრენა საკუთარი ფრონტის მიღმა.

„უახლოეს კვირებში, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს, რადგან ის ცდილობს დაიბრუნოს იმპულსი დონბასში წინსვლისას.“– ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაში.

ოკუპანტებმა ჩერნიგოვი დაბომბეს, არიან დაღუპულები: გუბერნატორი ჩაუსი

ლვოვში აფეთქებების ხმა გაისმა

ლუგანსკსა და დონეცკში რუსული დაბომბვისას 20 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა – უკრაინული მხარე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები