LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის აღმოსავლეთში რუსული ძალები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ძლიერად გამაგრებული უკრაინული პოზიციები

83
ოკუპანტები

„უკრაინული ძალები ზაპოროჟიეში სამხრეთიდან რუსეთის პოტენციური თავდასხმის ფონზე თავდაცვისთვის ემზადებიან“, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთში რუსული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ, ალყაში მოაქციონ ძლიერად გამაგრებული უკრაინული პოზიციები.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

„გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქი კრემენაია დაეცა და მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს იზიუმის სამხრეთით, რადგან რუსული ძალები ცდილობენ წინსვლას ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ქალაქების, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებით.“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დმიტრო კულება: რუსეთი ბოლო იმედს კარგავს, დააფრთხოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან, აქედან მოდის საუბარი მესამე მსოფლიო ომის „რეალური“ საფრთხის შესახებ

ხერსონში ერთ-ერთი ეკლესიის სარდაფში ამ დრომდე 58 ბავშვი რჩება – დენისოვა დახმარებას ითხოვს

სერგეი ლავროვის თქმით, ბირთვული ომის საშიშროება რეალურია 

ამ დროისთვის უკვე დეოკუპირებულია 931 დასახლება – ვოლოდიმირ ზელენსკი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები