LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლავროვის თქმით, ბირთვული ომის საშიშროება რეალურია 

232
lavroviii

ბირთვული ომის რისკები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია – ბევრია, ვინც მზად არის ხელოვნურად გაზარდოს ეს საფრთხე. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველ არხზე განაცხადა, რომელსაც რუსული პროპაგანდისუტილი მედია „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მან გაიხსენა, რომ იანვარში „ბირთვული ხუთეულის“ ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თეზისი ამ იარაღის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ.

„ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია. ჩვენ აქედან გამოვდივართ. რისკები მართლაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. რისკები ხელოვნურადაა გაბერილი და ძალიან ბევრია ამის მსურველი, საშიშროება სერიოზულია, რეალურია, არ შეიძლება სათანადოდ არ შეფასდეს“, – განაცხადა ლავროვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები