LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დმიტრო კულება: რუსეთი ბოლო იმედს კარგავს, დააფრთხოს მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერისგან, აქედან მოდის საუბარი მესამე მსოფლიო ომის „რეალური“ საფრთხის შესახებ

97
BeFunky-collage (2)

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას ბირთვული საფრთხის შესახებ დმიტრო კულება „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

სერგეი ლავროვის თქმით, ბირთვული ომის საშიშროება რეალურია 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მესამე მსოფლიო ომის რეალურ საშიშროებაზე საუბარი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში დამარცხებას გრძნობს.

„რუსეთი კარგავს უკანასკნელ იმედს, რომ შეაშინოს მსოფლიო, უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაზე უარის თქმის მიზნით“, – წერს კულება და იქვე აღნიშნავს, რომ მსოფლიომ უნდა გააორმაგოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა ევროპული და გლობალური უსაფრთხოება დაცული იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები