LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ელჩი: დავესწარი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენებას, მისასალმებელია პოლიციელების ძალისხმევა, რამაც შესაძლებელი გახდა ღონისძიების ჩატარება

147
ing (1)

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ქვეყანაში მიმდინარე პრაიდის კვირეულს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის კვირეულის ფარგლებში ფილმის – “სველი ქვიშის” ჩვენებას დაესწრო.

“თბილისი პრაიდის” კვირეული გაიხსნა – ადგილზე იმყოფებიან “პრაიდის” მოწინააღმდეგეები

როგორც კლეიტონი წერს, მისასალმებელია პოლიციელების ძალისხმევა, რამაც შესაძლებელი გახდა ამ ღონისძიების ჩატარება:

“დავესწარი “სველი ქვიშის” ჩვენებას თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში. ჩვენი მოვალეობაა ხაზი გავუსვათ ადამიანის უფლებათა დამცველების სიმამაცეს, მათ შორის საქართველოში.

მისასალმებელია პოლიციელების ძალისხმევა, რამაც შესაძლებელი გახდა ამ ღონისძიების ჩატარება”, – აღნიშნულია ელჩის “ტვიტში”.

ამერიკის საელჩო: „ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ, შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ“

კარგია, რომ ვიზეიმოთ შეკრების თავისუფლებას, რომელიც ფუნდამენტური უფლებაა ყველასთვის -დიეგო კოლასი „თბილისი პრაიდზე“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები