LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვარამიას წინააღმდეგ უსამართლობა გამოასწორა, მადლობა პრეზიდენტო გამბედაობისთვის“ – პარტნიორების გამოხმაურებები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

165
Untitled design

გუშინ, 22 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა.

„ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს“ – სალომე ზურაბიშვილის კომენტარი გვარამიას შეწყალებაზე

„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას

ქართული პოლიტიკური სპექტრის გარდა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან საერთაშორისო პარტნიორები და სალომე ზურაბიშვილს გამბედაობისთვის მადლობას უხდიან.

„არსებითი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ“ – შარლ მიშელი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი:

„ეს საქმე თავიდანვე პრობლემური იყო და ემატებოდა იმ ღრმა პოლარიზებას, რომელსაც საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში ვხედავთ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია პოლარიზაციის შესამცირებლად საქართველოში, რომელმაც დაყო საზოგადოება, მიიყვანა გაურკვევლობამდე და რომლითაც ხანგრძლივ პერსპექტივაში მხოლოდ რუსეთი სარგებლობს. ახლა ქართველებს დაყოფის დრო არ აქვთ, ახლა გაერთიანების დროა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის საკითხი წინ წასწია.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების პრეროგატივა აქვს. მან ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს მისი გადაწყვეტილებაა. ამ საქმესთან დაკავშირებით, აშშ, ევროკავშირი და სხვები ძალიან მკაფიოდ გამოთქვამდნენ შეშფოთებას – მეგობრები გამოთქვამენ შეშფოთებას და ეს არ არის ჩარევა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეწყალების უფლებას ძალიან სერიოზულად აღიქვამს“

„სალომე ზურაბიშვილს „ქოცისგან“ და „ნაცისგან“ განსხვავებით შეუძლია სახელმწიფო ინტერესის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე პირადი ბოღმის – მივესალმები ჩვენს ბანაკში…“ – გია ხუხაშვილი 

დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი:

„მივესალმები ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილებას და მისი საპატიმროდან განთავისუფლებას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“

 

 

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი:

„ეს გულწრფელად მისასალმებელი სიახლეა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გამოასწორა უსამართლობა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ, რომლის დაპატიმრებაც სამართლის დაცინვა იყო“

 

 

 

„მადლობა პრეზიდენტს – ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე“ – დავით არახამია 

აშშ-ის ჰელსინკის კომისია:

„დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ დევნილი და უსამართლოდ დაპატიმრებული იყო. ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის“

 

 

ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი:

„გამიხარდა საქართველოდან მიღებული სიახლე და ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლის ამბის წაკითხვის დროს თვალებზე ცრემლი მომადგა.

უნდა გავიმეორო, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იცის, რომ მას საქართველოს გარეთ მკურნალობა სჭირდება“.

 

 

 

 

ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდი:

„ესტონეთი მიესალმება [პრეზიდენტის] ამ გადაწყვეტილებას და მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირის გზაზე“

 

 

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე:

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, შეეწყალებინა ნიკა გვარამია, რომლის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლიანობა შესაძლებელია“

როგორ აფასებენ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას მმართველ გუნდში იხილეთ ვრცლად;

„ეს გადაწყვეტილება მძიმედ აისახება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე“ – გია ვოლსკი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე 

გივი მიქანაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო

 

 

პოპულალურები