ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც არსებით ნაბიჯს, რომელიც საქართველოში დეპოლარიზაციისკენ არის მიმართული.
ვიდეო: „გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი…სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს ვუხდი” – ნიკა გვარამია თავისუფალია
შარლ მიშელი ასევე მიესალმება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ საქართველო არ შეეცდება „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონის მიღებას.
„საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მესამე მოსმენით არ მიღების თაობაზე პოზიტიური ნაბიჯია. სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა წინ წავიდეს მის ევროპულ გზაზე.
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.