„სალომე ზურაბიშვილს შეუძლია სახელმწიფო ინტერესის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე პირადი ბოღმის – მივესალმები ჩვენს ბანაკში…“, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საზოგადოების ნაწილის მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქოცად“ ან „ნაცად“ მოხსენიებას.
ვიდეო: „გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი…სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს ვუხდი” – ნიკა გვარამია თავისუფალია
„რატომ არის უსამართლო პრეზიდენტის ქოცად, ან ნაცად მოხსენიება?
როგორც აღმოჩნდა მას ქოცისგან და ნაცისგან განსხვავებით შეუძლია სახელმწიფო ინტერესის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე პირადი ბოღმის, პარტიული, ან მერკანტილური ინტერესის.
„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას
სახელმწიფოებრივი აზროვნების სამწუხარო და ამასთანავე საამაყო საზომად დღეს იქცა მდგომარეობა, როდესაც ქოცისთვის ნაცი ხარ, ნაცისთვის კი ქოცი…
მივესალმები სალომე ზურაბიშვილს ჩვენს ბანაკში…“, – წერს გია ხუხაშვილი Facebook-ზე.
რატომ არის უსამართლო პრეზიდენტის ქოცად, ან ნაცად მოხსენიება?
როგორც აღმოჩნდა მას ქოცისგან და ნაცისგან განსხვავებით…
Posted by Gia Khukhashvili on Thursday, 22 June 2023