საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა, უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამია ეხმაურება და მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილს „სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში“.
„ნიკა გვარამიას შეწყალება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.
ვულოცავ ნიკას თავისუფლებას. ვულოცავ მის ოჯახს ამ დიდ სიხარულს და ვულოცავ თავისუფალ მედიას დიდ გამარჯვებას,“ – წერს დავით არახამია.
მინდა მადლობა გადავუხადო ქ-ონ პრეზიდენტს სწორი და გადამწყვეტი რეაგირებისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში.
ნიკა…Posted by David Arakhamia-დავით არახამია on Thursday, 22 June 2023