LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის მიზანი არაა პუტინის, ხელისუფლებიდან ჩამოცილება – ჩვენი მიზანია დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს დაიცვას საკუთარი თავი: ბორის ჯონსონი

106
ბორის-ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, „გაერთიანებული სამეფოს მიზანი არ არის ვლადიმერ პუტინის, ხელისუფლებიდან ჩამოცილება – მათი მიზანია დაეხმარონ უკრაინელ ხალხს დაიცვას საკუთარი თავი“.

მისივე განმარტებით, მას ესმის თუ რატომ თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში გამოსვლისას „პუტინი არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში“, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ეს არ იყო „დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიზანი“.

ბაიდენი პუტინის ხელისუფლებაზე: მე გამოვხატავდი მორალურ აღშფოთებას, რასაც ვგრძნობდი და ბოდიშს არ ვიხდი

“რეჟიმის ცვლილებას არ გულისხმობდა” – თეთრი სახლი ბაიდენის მიერ პუტინზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

“ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის, რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ” – პესკოვი ჯო ბაიდენს პასუხობს

„ეს არ არის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიზანი და ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს ეს, ჩვენ უბრალოდ მიზნად ვისახავთ დავეხმაროთ უკრაინის ხალხს დაიცვას საკუთარი თავი და დავიცვათ ისინი აბსოლუტურად ბარბაროსული და უგუნური ძალადობისგან“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g