23 აპრილს წმინდა მარიას სამშობიაროში კეიტ მიდლტონმა პრინცი გააჩინა.
მთელი 9 თვის განმავლობაში ბუკმეკერები ჯერ სქესზე დებდნენ ფსონს, ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პატარა ბიჭია, მათ სახელზე დაიწყეს საუბარი. ყველაზე პოპულარული ვარიანტები ალბერტი და არტური იყო.
4 დღის შემდეგ კი, ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ტახტის მემკვიდრის სახელი გაამხილეს. ბიჭუნას ლუი არტურ ჩარლზი ჰქვია. შეგახსენებთ, რომ კეიტ მილდტონისა და პრინც უილიამის უფროსი შვილების სახელები პრინცი ჯორჯი და პრინცესა შარლოტაა.