LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთმა რუსეთის მიმართ სანქციები გააძლიერა – სიაში „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები შვიდლერი და ტინკოვი მოხვდნენ

118
ბორის ჯონსონი

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სუბიექტების სია გააფართოვა. უკრაინაში შეჭრის გამო, ეკონომიკური წნეხის გაძლიერებაზე თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ისაუბრა. 

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქციების სიას დაემატა 59 კომპანია და კერძო პირი, რომლებსაც აქტივები გაეყინებათ და ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.

გაფართოებულ სიაში მოხვდნენ ოლიგარქები: ევგენი შვიდლერი, ოლეგ ტინკოვი და „სბერბანკის“ ხელმძღვანელი, ჰერმან გრეფი. ახლა ამ სიაში მყოფ კომპანიებს შორის არიან: „გაზპრომბანკი“, „ალფა ბანკი“ და სახელმწიფო სანაოსნო კომპანია „სოვკომფლოტი.”

დღეს კი NATO-ს საგანგებო სამიტზე ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებით, „უკრაინელებს უფრო მეტად დავეხმარებით და ომი უფრო სწრაფად დამთავრება.“

ცნობისთვის, „გაზპრომბანკი“ რუსეთის ნავთობის და გაზისთვის გადახდების მთავარი არხია, ხოლო „ალფა ბანკი“ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საკრედიტო საფინანსო ინსტიტუტი.

Bloomberg: ევროკავშირი სანქცირებული რუსების აქტივების უკრაინისთვის გამოყენებას განიხილავს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე – ომი უკრაინაში

magti 5g