დიდმა ბრიტანეთმა რუსული წარმოების არყის იმპორტზე გადასახადი გაზარდა. ამ გზით, ბრიტანეთი შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის ახალ სანქციებს, რომლის მიხედვითაც, გადასახადები გაიზრდება რუსეთიდან სხვადასხვა საქონლის იმპორტზე და აიკრძალება ფუფუნების საგნების ექსპორტი რუსეთში.
BBC-ის ინფრმაციით, დიდ ბრიტანეთში 900 მილიონი ფუნტის საქონლის, მათ შორის რუსული წარმოების არყის იმპორტზე გადასახადი 35%-ით გაიზრდება. ამასთან, ქვეყნიდან აიკრძალება ძვირად ღირებული ავტომობილების, ხელოვნების ნიმუშების და მაღალი ხარისხის ტანსაცმლის ექსპორტი რუსეთში.