LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანქციების მეოთხე პაკეტი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა რუსეთისთვის“ – 5 პუნქტი, რომელსაც სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს

247
european-council-russia-sanctions

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოიცავს: ტრანზაქციების აკრძალვას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ საწარმოებთან; ნებისმიერი რუსი პირისთვის ან სუბიექტისთვის საკრედიტო რეიტინგის ნებისმიერი სერვისის მიწოდების აკრძალვას, ისევე როგორც საკრედიტო რეიტინგის აქტივობებთან დაკავშირებით ნებისმიერ სააბონენტო სერვისებზე წვდომის აკრძალვას; იმ პირთა სიის გაფართოებას, რომლებსაც აქვთ კავშირი რუსეთის თავდაცვით-საწარმო ბაზასთან, რომლებსაც უწესდება უფრო მკაცრი შეზღუდვები იმ მასალებსა და ტექნოლოგიებზე, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ დახვეწას; რუსეთის ენერგოსექტორში ახალი ინვესტიციების განხორციელების აკრძალვას, ასევე ენერგო ინდუსტრიისთვის ყოვლისმომცველი შეზღუდვების წარმოდგენას აღჭურვილობის, ტექნოლოგიისა და სერვისის ექსპორტზე; შემდგომი სავაჭრო შეზღუდვების წარმოდგენას რკინისა და ფოლადის, ასევე ფუფუნების საგნების მიმართულებით.

„სანქციების მეოთხე პაკეტი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა რუსეთის ეკონომიკური და ლოგისტიკური ბაზისთვის, რომელსაც რუსეთი ეყრდნობა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისას. სანქციების მიზანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეწყვიტოს ეს არაადამიანური და უაზრო ომი უკრაინაში“,- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g