LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ეძებენ ტურისტს, რომელსაც მოგზაურობისთვის 25 ათას ფუნტს გადაუხდიან

230
travel

თუკი მოგზაურობა მთელი გულით გიყვართ, მაშინ ბრიტანული კომპანიის WowCher-ის ახალი ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა. კომპანია ეძებს პროფესიონალ ტურისტს, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში 40 დანიშნულების მონახულება მოუწევს. მოგზაურს უფლებას მისცემენ, რომ თან ერთი ადამიანი წაიყვანოს და თუკი მოესურვება მარშრუტის ცვლილებასთან ერთად პარტნიორიც შეცვალოს ხოლმე.

შერჩეული კანდიდატი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: სრულწლოვანი იყოს, ქონდეს მოქმედი უცხოეთის პასპორტი, უყვარდეს მოგზაურობა და უნიკალური კონტენტის შექმნაც შეეძლოს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიას სურს რომ თავისი ტურები გააპიაროს. მათ მიერ დაქირავებულ ადამიანს – ლას ვეგასის, ნიუ იორკის, ბალის, ტაილანდის, დუბაის, ვენეციის, ისლანდიისა და კიდევ რამდენიმე ადგილის მოვლა და თავისი ემოციების სოც-ქსელებში გაზიარება მოუწევს. ამიტომ ის სოციალურ მედიაში აქტიური უნდა იყოს და ბლოგერობაც დიდ პლუსად ჩაითვლება.

და ბოლოს, ვისაც კონკურსში მონაწილეობის მიღება სურს, 30 წამიანი ვიდეო უნდა გადაიღოს, სადაც ზუსტად აღწერს, თუ რატომ არის ის საუკეთესო კანდიდატი. შემდეგ ეს ვიდეო Instagram-ზე ან Twitter-ზე უნდა გამოაქვეყნოს, კომპანია Wowcher, ასევე სამი მეგობარი მონიშნოს და ჰეშთეგები – #WowcherDreamjob და #WowcherMysteryHoliday-ც არ უნდა დაავიწყდეს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 30 დეკემბერია.

 

mazda magti 5g