გამოცემა Metro იუწყება, რომ ბრიტანეთში ინტერნეტ-მაღაზია AntiSelfieTabs.com მომხმარებლებს სელფი-დამოკიდებულების სამკურნალო მედიკამენტს სთავაზობს. აბები მენთოლის არომატით იყიდება და მათი მიღება ქალებისთვის დღეში სამჯერ, მამაკაცებისთვის კი, ორჯერაა რეკომენდებული. რეალურად ამ აბებს რაიმე სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია, თუმცა ერთგვარი სატეტსო ვერსიაა და ცოტა ირონიული დატვირთვის მატარებელიც.
აბების ღირებულებაა 9,99 ფუნტი სტერლინგი, რაც დაახლოებით 15 დოლარს უდრის. ასევე მოქმედებს სხვა ქვეყანაში ტრანსპორტირების სერვისიც. ცნობილია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც სელფი-დამოკიდებულ ადამიანებს ეხმარება.
