LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული მედია: რუსმა ჯაშუშებმა “ასტრაზენეკას” ფორმულა მოიპარეს და “სპუტნიკ V-ს” შესაქმნელად გამოიყენეს

109
1

ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსმა ჯაშუშებმა ოქსფორდისა და ასტრაზენეკას მიერ შექმნილი ვაქცინის ფორმულა მოიპარეს და ის საკუთარი, რუსული “სპუტნიკ V”-ს შესაქმნელად გამოიყენეს.

სავარაუდო ჯაშუშობის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულმა მედიამ გუშინ გაავრცელა.

როგორც The Sun-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურებმა მინისტრებს განუცხადეს, რომ მონაცემები “პირადად მოიპარეს უცხოელმა აგენტებმა” და რომ “სპუტნიკ V”-ს ვაქცინა “გადაწერილია” ასტრაზენეკასგან.

სტატიაში ასევე, მოყვანილია ერთი წლის წინ ბრიტანული, კანადური და ამერიკული დაზვერვის მიერ გაცემული გაფრთხილება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერების ჯგუფის სამიზნე დასავლური ვაქცინების შემქმნელები არიან.

THE Sun-ის სტატიას კრემლის მოკლე და მკვეთრი პასუხი მოჰყვა: 

როგორც პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, ბრიტანული ტაბლოიდი “ძალიან ცნობილი და არამეცნიერული გაზეთია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g