LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანულმა გამოცემამ საუკეთესო ავტომობილი დაასახელა

32

ბრიტანულმა ჟურნალმა ”Professional Driver”-მა ყოველწლიური პრემიის ”წლის ავტომობილის” პირველი შედეგები გამოავლინა. დაქირავებული მძღოლებისთვის საუკეთესო ავტომობილად BMW 730Ld დასახელდა. საინტერესოა, რომ გასული წლის გამარჯვებული ”Range Rover Portfolio SDV8” გახდა.

ჟიურიში 80 წევრი შედის, რომლებიც საავტომობილო მომსახურების შემთავაზებელ კერძო ფირმებს, პროფესიონალ მძღოლებსა და ავტოჟურნალისტებს წარმოადგენენ.

Professional Driver”-ის წარმომადგენლების განცხადებით, BMW-მ პრემიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი ქულა მიიღო, თუმცა ზუსტი ციფრები არ ხმაურდება.

გარდა ამისა, გამოცემა საუკეთესო ავტომობილებს კიდევ შვიდ კატეგორიაში ირჩევს, მათ შორის: ”წლის ავტომობილი”, ”საუკეთესო წარმომადგენლობითი სედანი”, ”წლის მწვანე ავტომობილი”, ”წლის მდიდრული ავტომობილი”, ”წლის ყველგანმავალი”, ”წლის უნივერსალლი” და ”წლის საუკეთესო ავტომობილი არენდისთვის”. ჯერჯერობით აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვებულები არ დაუსახელებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები