Billboard Music Awards-2016–ის დაჯილდოების ცერემონია ამჯერად ლას-ვეგასში გაიმართა. ვარსკვლავური პერფომანსებისა და წითელ ხალიჩაზე გამართული ფოტოსესიების მთავარი გმირი წელს ბრიტნი სპირსი გახდა. წელს მომღერალმა საპატიო ჯილდო მიიღო მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. Billboard Millennium Award-ის მფლობელები ამ დრომდე იყვნენ უიტნი ჰიუსტონი და ბიონსე.
ეს ჯილდო ბრიტნიმ ნამდვილი ცეცხლოვანი შოუთი აღნიშნა. მომღერალმა სცენაზე თავისი პოპულარული ჰიტების პოპური წარმოადგინა . შოკისმომგვრელი წარმოდგენა 8 წუთს გაგრძელდა და ღონისძიების მთავარი სანახაობა გახდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სპირსის სასცენო კოსტიუმი – წითელი ბიკინი, მაღალყელიანი ჩექმები და ცილინდრი. ცხადია სცენაზე მან არა მხოლოდ ვოკალური, არამედ ქორეოგრაფიული შესაძლებლობებიც გამოვლინა.