ბრიუს უილისი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, თითქმის აღარ ჩნდება საჯარო ადგილებში. ამჯერად პაპარაცებმა „კერკეტი კაკალის“ ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში გამოიჭირეს, როცა ის შავი ფერის მანქანით, დამხმარესთან ერთად გადაადგილდებოდა.
მსახიობს საყვარელი ბეისბოლის გუნდის Los Angeles Dodgers-ის მაისური ეცვა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუს უილისი დემენციას აქტიურად ებრძვის, სახეზე ჩანს, რომ მისი მდგომარეობა გაუარესებულია. ცნობს თუ არა ახლობლებს მსახიობი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ პროგრესი მკურნალობას ჯერ არ აქვს.
„დემენციასთან“ მებრძოლი ბრიუს უილისის იშვიათი გამოჩენა
„მადლიერი ვარ, რომ ასეთი სიყვარული განმიცდია“ – ბრიუს უილისის მეუღლე ახალ ფოტოს ავრცელებს