ბრიუსელის მეტროს ყველა სადგურზე უფასო Wi-Fi გაჩნდა. ამიერიდან ბელგიის დედაქალაქში მყოფ ტურისტებს ინტერნეტთან წვდომა მიწისქვეშაც ექნებათ. ქალაქის ყველა მეტროსადგურზე უფასო ინტერნეტია ხელმისაწვდომი.
გამოცემა „Deplacements Pros.”-ს ინფორმაციით, ბრიუსელის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორმა STIB-მა Wi-Fi-ს როუტერი 170-მდე წერტილში დაამონტაჟა, რაც სრულიად მიწისქვეშა სამყაროსთვისაა საკმარისი.
საინტერესოა, რომ უფასო ინტერნეტის მისაღებად მგზავრებმა – wifi.brussels. ქსელი უნდა აირჩიონ.