LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელს ევროპიდან რიცხავენ: აბა სად არის სტადიონი

52

ბელგიის დედაქალაქი ბრიუსელი შესაძლოა, იმ ქალაქების სიიდან გარიცხონ, რომლებმაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უნდა უმასპინძლონ. ორგანიზატორები ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზი ისაა, რომ დღემდე არ მიუღიათ მშენებლობაზე უფლება ეკოლოგიის სერტიფიკატი.

ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა კოენ დე ბრაბანდერმა ხაზი გაუსვა, რომ პრობლემის მოგვარების იმედი ჯერ ისევ არსებობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას უეფა მიიღებს. მისი პროგნოზებით, მშენებლობაზე უფლებას 150 დღის განმავლობაში მიიღებენ, სტადიონი კი 12-დან 18 თვემდე ვადაში აშენდება.

შეგახსენებთ, რომ „ევრო 2020“ პირველად ისტორიაში ევროპის 12 ქვეყნის 13 ქალაქში გაიმართება. ნახევარფინალებსა და ფინალებს ლონდონის სტადიონი “უემბლი” უმასპინძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები