LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში ადრესატის გარეშე დარჩენილი ამანათების გაყიდვა დაიწყეს

112
thumb_1024x663_pile-ou-face-11zo

ბრიუსელში გაიხსნა მაღაზია, სადაც მიტოვებული ამანათების შეძენაა შესაძლებელი. საუბარია, ინტერნეტ-მაღაზიების ამანათებზე, მაგალითად Amazon-ზე, წერს The Mayor.

ამ გზით ქალაქს იმ ნაგვისგან სურს გათავისუფლება, რომლითაც სავსეა ადგილობრივი საწყობები და ნორმალურად მუშაობაში უშლის ხელს.

მაღაზიას სახელად Pile ou Face დაარქვეს, რაც ფრანგული ენიდან როგორც – „ავერსი და რევერსი“ ითარგმნება. ამანათებს იქ შეფუთული სახით ყიდიან. მყიდველებს ყუთის შეთვალიერება და ხელში აღება შეუძლიათ, რათა ივარაუდონ თუ რა დევს შიგნით. ამანათის ფასი მისი წონის მიხედვით განისაზღვრება – კილოგრამი 16 ევროდ.

მაღაზიის დამაარსებლები ამბობენ, რომ მყიდველებმა უკვე შეძლეს ამანათებში „ჭკვიანი საათის“ და სმარტფონის პოვნა. ყველაზე ძვირადღირებული გახსნილი ნივთი კი Moncler-ის 1500 ევროიანი ქურთუკი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები