ბრიუსელში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა – „დეილისტარის“ ინფორმაციით, რიგით მეოთხე აფეთქება მალბიკის მეტროსთან ახლოს მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სოციალურ ქსელში წერს, რომ გაიგონეს ძლიერი აფეთქების ხმა, თუმცა ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად არ დასტურდება.
ბელგიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების უმაღლესი ზომებია მიღებული.
დილით მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც.