22-26 იანვარს ბრიუსელის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ,,ბოზარი” ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ღონისძიება იმართება ფესტივალის ფარგლებში “ხიდები. დასავლური კინოს დღეების აღმოსავლეთით” (BRIDGES. EAST OF WEST FILM DAYS).
ქართული ფილმების რეტროსპექტივა ბრიუსელში:
23 იანვარი – დიმიტრი მამულიას “ბოროტმოქმედი”;
23 იანვარი – ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა – დავით ფირცხალავას “მამა”, დეა კულუმბეგაშვილის “ლეთა”, გიორგი სიხარულიძის “მამული” და “ამირან დოლიძის “ცხოველი”;
25 იანვარი – ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი “გვირაბი”;
25 იანვარი – უტა ბერიას “უარყოფითი რიცხვები”;
26 იანვარი – დიმიტრი ცინცაძის “შინდისი”;
ფილმების ჩვენებების გარდა ბრიუსელში გაიმართება ინდუსტრიული შეხვედრები, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები – ელენა მიქაბერიძე და გიორგი სიხარულიძე მათი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმების პროექტებს წარადგენენ.
საქართველოს გარდა ფესტივალის მონაწილეები არიან კინემატგრაფისტები უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვისა და ბელარუსის რესპუბლიკებიდან.