LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

64

ამ წუთებში ბრიუსელის ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

სამართალდამცველებს ალყაში ჰყავთ მოქცეული მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა აქვს.

უცხოური მედიის ცნობით, მამაკაცს გრძელი პალტო აცვია და მისი სამოსიდან მავთულები მოჩანს.

ბრიუსელის ცენტრში გადაკეტილია ქუჩები და ხალხი ევაკუირებულია.

შემთხვევის ადგილზე გამნაღმველთა ჯგუფია მობილიზებული.

პოლიცია აცხადებს, რომ ვითარებას აკონტროლებს.

ჯერჯერობით ეჭვმიტანილი არ დაუპატიმრებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g