LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბროტმაისტერი“ თბილისში პირველ პურ-ფუნთუშეულის მაღაზიას ხსნის

380

ახალი ქართული ბრენდი „ბროტმაისტერი“ თბილისში პირველ პურ-ფუნთუშეულის მაღაზიასა და თანამედროვე ავსტრიულ კაფეტერიას დღეს, 19:00 საათზე გახსნის.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პირველი  მაღაზიის   გახსნას   მალევე   მოჰყვება  სპეციალიზირებული  პურ-ფუნთუშეულის მაღაზიათა   ქსელი   თბილისის   სხვადასხვა   უბანში,  ქსელის  შესაქმნელად  დაგეგმილია  7-8 ფილიალის  გახსნა  წლის  ბოლომდე.  მათივე ცნობით,  ეს   იქნება  მაღაზიათა  ერთადერთი  ქსელი,   რომელიც იზრუნებს ნამდვილი პურის კულტურის დამკვიდრებაზე.

აღსანიშნია, რომ ბრენდი „ბროტმაისტერი“ მთლიანად ქართულია, მაგრამ დაფუძნებულია ავსტრიული   ცხობის   ტექნოლოგიასა   და მასალებზე.  ბრენდინგის სრულყოფილი პროცესის დაფინანსება ნაწილობრივ უზრუნველყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა (ბას) საქართველომ.

„ჩვენი  ამოსავალი  წერტილი  ჯანსაღი,  ნამდვილი  პურია  და  ჩვენი  ავსტრიელი  პარტნიორების დახმარებით  მუდმივად  ვიზრუნებთ,  რომ  მომხმარებლებისთვის  ჯანსაღი  და  გემრიელი ნამდვილი პური შევქმნათ,“ – განაცხადა საწარმოს გენერალური მენეჯერი დავით შანიძე.

კომპანიის ინფორმაციით, პირველ ფილიალში, თაქთაქიშვილის ქ. 7-9-ში,  მომხმარებელს  პურთან  ერთად   ავსტრიული კერძების  დაგემოვნებაც  შეეძლება.  ”ეს   იქნება   კაფე,   რომლის   უმთავრესი   დანიშნულებაა, საშუალება   მისცეს   მომხმარებლებს   გასინჯონ „ბროტმაისტერის“   პროდუქცია   საუზმეზე   და ლანჩზე,   რათა   მათ   მომავალში   გაუადვილდეთ   საყვარელი   პროდუქტის   შერჩევა სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში”, – განაცხადეს „ბროტმაისტერში“.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 2   ივნისს,   სამთავრობო   პროგრამის   „აწარმოე   საქართველოში“   დახმარებით,   უახლესი იტალიური საცხობი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო უკვე გაიხსნა. შპს „ბროტმაისტერი“, ავსტრიელ   პარტნიორებთან   ერთად,  ავსტრიული   პურ-ფუნთუშეულისა   და   საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები