LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონია McDonald’s-სთვის პურის იმპორტს აღარ განახორციელებს

324

ბიზნესმენი თემურ ჭყონია  McDonald’s-სთვის პურის იმპორტს აღარ განახორციელებს.  ცოტა ხნის წინ ბიზნესმენმა პურის ქარხანა გახსნა, რომელიც საათში ათას ცალ პურს აწარმოებს.

როგორც ”ფორტუნას” ჭყონიამ განუცხადა, ამ ეტაპზე საქართველოში McDonald’s-ის რესტორნებისთვის პურის იმპორტი თითქმის 60%-ით ჩანაცვლდა.

”გვაქვს უფრო მასშტაბური გეგმები და გადაწყვეტილია, რომ იმპორტირებულ პურს 100%-ით ჩავანაცვლებთ და ეს უკვე მალე მოხდება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქარხნის წარმადობა მცირეა და სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას. თუმცა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ცნობილ ფრანგულ კომპანიასთან, რომლისგანაც თანამედროვე მანქანა-დანადგარებს შევიძენთ და ქარხანაში ახალ საწარმოო ხაზს დავამატებთ”, – აღნიშნა ჭყონიამ.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივი რესტორნების მომარაგების გარდა, ქართული პურით McDonald’s-ი აზერბაიჯანშიც მომარაგდება, სადაც პურის რამდენიმე პარტია სატესტო რეჟიმში უკვე გაიგზავნა.

ცნობისთვის, თემურ ჭყონიას პურის ქარხანა ლილოში მდებარე „კასტელის” ლუდის ქარხნის ტერიტორიაზე აშენდა. ის ოფიციალურად მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა და 40 ადამიანი დაასაქმა. ჭყონიამ, ცოტა ხნის წინ ლოჯისტიკური ცენტრიც გახსნა, რომელიც პროდუქციით საქართველოს, სომხეთს, აზრებაიჯანსა და შუა აზრიის ქვეყნებს მოამარაგებს. ბიზნესმენის თქმით, ეს არის ყველაზე მასშტაბური საწყობი ევროპაში, რომელსაც 50 რესტორნის მომარაგება შეუძლია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები