LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში “ბროტმაისტერის” პირველი პურ-ფუნთუშეულის მაღაზია და ავსტრიული კაფეტერია გაიხსნა

350

თბილისში ახალი ქართული ბრენდის ”ბროტმაისტერის” პირველი პურ-ფუნთუშეულის მაღაზია და თანამედროვე ავსტრიული კაფეტერია გაიხსნა.

როგორც ”ფორტუნას” ”ბროტმაისტერის” გენერალურმა მენეჯერმა დავით შანიძემ განუცხადა, პურ-ფუნთუშეულის სპეციალიზირებული ინტეგრირებული მაღაზია მომხმარებელს საქართველოში წარმოებული 35 დასახელების პროდუქტს შესთავაზებს, მათ შორის, ავსტრიულ ჭვავის პურს, თეთრი ხორბლის პურს და სხვას.

”გვინდოდა, ბრენდი მხოლოდ პურ-ფუნთუშეილის მაღაზიით არ შემოფარგლულიყო და უფრო მასშტაბური ყოფილიყო, ამიტომ გავაკეთეთ კაფეტერიაც, რომელიც მომხმარებელს ავსტრიულ კერძებს შესთავაზებს, რაც ჩვენს პროდუქტთან აბსოლუტურად თავსებადი იქნება და მომახმარებელი მას ჩვენივე წარმოებულ პურ-ფუნთუშეულთან ერთად მიირთმევს. ეს ყველაზე კარგი გზა იქნება, რომ ჩვენს მომხმარებელს ჩვენივე პროდუქცია უკეთ გავაცნოთ”, – განმარტა დავით შანიძემ.

მისივე თქმით, კომპანიის  ამოსავალი  წერტილი  ჯანსაღი,  ნამდვილი  პურია  და,   ავსტრიელი  პარტნიორების დახმარებით, ”ბროტმაისტერი”  მუდმივად  იზრუნებს,  რომ  მომხმარებლებისთვის  ჯანსაღი  და  გემრიელი, ნამდვილი პური შექმნას.

”ბროტმაისტერის” პირველი მაღაზიის გახსნის ცერემონიას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. როგორც ”ფორტუნასთან” საუბრისას მსახიობმა რუსუდან ბოლქვაძემ აღნიშნა, ”ბროტმაისტერის” სახით, თბილისს ისეთი ობიექტი შეემატა, სადაც ჯანსაღი პროდუქტის შეძენა იქნება შესაძლებელი.

”გახარებული ვარ, როგორც მომხმარებელი, ასევე საქართველოს მოქალაქე, რადგან მსგავსი საწარმოების შექმნით ქართული ბიზნესი ვითარდება. იმასთან ერთად, რომ მაღაზიაში ყველაფერი ესთეტიურად ლამაზია, არჩევანიც ძალიან დიდია. ვიცი, რომ აქ ყველაფერი აბსოლუტურად ჯანსაღი და გემრიელია”, – განაცხადა რუსუდან ბოლქვაძემ.

როგორც ”ბროტმაისტერში” აცხადებენ, პირველი  მაღაზიის   გახსნას   მალევე   მოჰყვება  სპეციალიზირებული  პურ-ფუნთუშეულის მაღაზიათა ქსელი თბილისის სხვადასხვა   უბანში.  ქსელის  შესაქმნელად, წლის  ბოლომდე, 7-8 ფილიალის  გახსნაა დაგეგმილი.

კომპანიის ინფორმაციით, ბრენდი „ბროტმაისტერი“ მთლიანად ქართულია, მაგრამ  ავსტრიული   ცხობის   ტექნოლოგიასა   და მასალებზეა დაფუძნებული.  ბრენდინგის სრულყოფილი პროცესის დაფინანსება ნაწილობრივ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების პროგრამა (ბას) საქართველომ უზრუნველყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 2 ივნისს უახლესი იტალიური საცხობი დანადგარებით აღჭურვილი საწარმო კომპანიამ სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით გაიხსნა. შპს „ბროტმაისტერი“, ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად, ავსტრიული   პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქციის წარმოებაზე ორიენტირებული კომპანიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები