LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბრუკლინ ბექჰემი ნიკოლა პელტცით შეპყრობილია“ – ბექჰემების უფროსი ვაჟი პოსტს ავრცელებს

501
page

მედიაში წერენ, რომ ბექჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინი მეუღლით, ნიკოლა პელტცით შეპყრობილია. წყაროს ცნობით, ისინი სულ ერთად არიან, ბრუკლინი მას გვერდიდან არ შორდება და არც საჯაროდ ერიდება მის მიმართ გრძნობების გამოხატვას.

„ბრუკლინ ბექჰემი ნიკოლა პელტცით შეპყრობილია. სწორედ ბრუკლინის არაჯანსაღი მიჯაჭვულობა ნიკოლას მიმართ გახდა ბექჰემების ოჯახის, დევიდისა და ვიქტორიას შეშფოთების საგანი. ბრუკლინი ნიკოლას გამო ყველაფერზეა წამსვლელი და კი ხედავთ, რაც მოხდა“, – აცხადებს წყარო.

ცნობისთვის, წყვილის ნიშნობიდან 5 წელი გავიდა. ეს დღე მათ ემოციური პოსტებით აღნიშნეს და ერთობლივი ფოტოები გაავრცელეს.

„ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყველაზე მშვენიერ ქალს ხელი ვთხოვე, ეს ჩემი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, უზომოდ მიყვარხარ”, – დაწერა ბრუკლინმა

„ჩვენ 5 წლის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ცხოვრება, ძალიან მომწონს შენთან ერთად ცხოვრება ჩემო პატარავ, უზომოდ მიყვარხარ“, – წერს ნიკოლა.

„წაიკითხე ეს მაშინ, როცა შფოთვას იგრძნობ“ – მორიგი მინიშნება – ბრუკლინ ბექჰემმა ახალი ტატუ გაიკეთა

„ერთმანეთისთვის შექმნილები“ – ნიკოლა და ბრუკლინ პელტც-ბექჰემები დიდი ოჯახური განხეთქილების ფონზე, გამოცემა Glamour-ს ინტერვიუს აძლევენ

„ვიქტორია დარდს გადაჰყვება“ – ბრუკლინი მშობლებთან ყოველგვარ კონტაქტზე უარს აცხადებს – უახლესი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები