LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წაიკითხე ეს მაშინ, როცა შფოთვას იგრძნობ“ – მორიგი მინიშნება – ბრუკლინ ბექჰემმა ახალი ტატუ გაიკეთა

289
page

ბრუკლინ ბექჰემმა მშობლებთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ახალი ტატუ გაიკეთა. მან ფოტო „ინსტაგრამზე“, სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვები მისმა მეუღლემ, ნიკოლა პელტცმა მას ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე დაუწერა.

„ჩემი სამუდამო ბიჭი. წაიკითხე ეს მაშინ, როცა შფოთვას იგრძნობ. მინდა იცოდე, როგორ ძლიერ მიყვარხარ. შენ ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია და იმედი მაქვს, არც ერთი დღე არ გავა შენი სიყვარულის გარეშე. ჩემთვის უჩვეულოდ საოცარი ხარ. იცოდე, ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით, უბრალოდ ნელა ისუნთქე და მენდე. მე შენ უსასრულოდ მიყვარხარ. მუდამ შენს გვერდით, შენი მომავალი ცოლი“, – ნათქვამია სასიყვარულო წერილში.

„ვიქტორია დარდს გადაჰყვება“ – ბრუკლინი მშობლებთან ყოველგვარ კონტაქტზე უარს აცხადებს – უახლესი დეტალები

ცოტა ხნის წინ ცნობილი ხდება, რომ 26 წლის ბრუკლინი დედ-მამასთან ყოველგვარ კონტაქტზე უარს ამბობს. ის არ პასუხობს არც ვიქტორიას და არც დევიდის ზარებს. მან კონტაქტი ძმებთანაც გაწყვიტა, ის მხოლოდ დასთან, ჰარპერთან საუბრობს ხოლმე, ისიც საკმაოდ იშვიათად.

ბრუკლინ ბექჰემმა დედის პატივსაცემად გაკეთებული ტატუ გადაიკეთა

როგორ აატირა ვიქტორია ბექჰემმა ნიკოლა პელტცი ქორწილში – გამოცემა People შოკისმომგვრელ დეტალებს ასაჯაროებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები